Mercedes-AMG ოფიციალურად შევიდა ჰიბრიდულ ეპოქაში! 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V-8 ტიპის ძრავი, რომელსაც ელექტროძრავი ეხმარება-831 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

ჰიბრიდული ეპოქის „ახალწვეულმა“, რომელიც 1926-წლიდან Mercedes-Benz-ის სახელით აწარმოებდა უნიკალურ, შიდა წვის ძრავიან საკულტო მოდელებს, 2022 წლის Mercedes-AMG GT63 S E-Performance წარადგინა.

ავტომობილს 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V-8 ტიპის ძრავი აქვს, რომელსაც უკანა ნაწილზე დამონტაჟებული ელექტროძრავი ეხმარება და საბოლოოდ-831 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ბრუნვის მომენტი კი 1400.5 ნიუტონ/მეტრია.

ეს მაჩვენებლები „მიუკაკუნებს“ 2021 წლის Mercedes-AMG GT–ს განსაკუთრებულად ძლიერ შავ სერიას, 720 ცხენის ძალით და დაახლოებით, 800 ნიუტონ/მეტრით.

AMG GT63 თუ GT73 ?

2022 Mercedes-AMG GT 63 S E-Performance-გამოჩნდა
ახალი ოთხკარიანი ჰიბრიდი, ვიზუალურად ორიგინალ GT63 S-ს ჰგავს

ახალ ოთხკარიან ჰიბრიდს, აქამდე ვარაუდობდნენ რომ GT73-ერქმეოდა, არსებობს იმის შანსიც, რომ ამერიკულ ბაზარზე, სწორედ, ამ სახელწოდებით გავიდეს.

GT73 დასახელება კიდევ უფრო მიჯნავს მას არაჰიბრიდული AMG GT63 S–სგან, რომელიც 2020 წელსს ავტომობილის ტესტირებისას გამოჩნდა, როგორც სუპერ სპორტული მანქანა.  

ახალ მოდელს დასამუხტი პორტი უკანა მხარეს აქვს განთავსებული

2022 Mercedes-AMG GT 63 S E-Performance-გამოჩნდა
ავტომობილს დასამუხტი პორტი უკანა მხარეს აქვს განთავსებული

განვიხილოთ მექანიკური პაკეტი, რადგან ესთეტიკური განსხვავებებისა და უკანა მხარეს განთავსებული დასამუხტი პორტის გარდა, ეს ვერსია, არსებითად არის GT63 S-რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს.

ის, რაც “ძველ” და ახალ GT63 S-ს ერთმანეთისგან განასხვავებს განთავსებულია უკანა ღერძზე.

E-Performance-ს აქვს ის, რასაც AMG Electric Drive Unit (EDU)-ს უწოდებს, ეს არის- 201 ცხენის ძალის მქონე და 320 ნიუტონ/მეტრი ბრუნვის სიჩქარიანი ელექტროძრავი, ელექტრულად გააქტიურებული ორ-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. მას ასევე აქვს 6.1 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ბატარეის პაკეტი.

AMG აცხადებს, რომ შიდა ბატარეის პაკეტი შექმნილია მუშაობისთვის და არა დიაპაზონისთვის. (აღსანიშნავია რომ ზემოაღნიშნული EDU, როგორც ჩანს, მცირე, დაახლოებით 11კმ დიაპაზონს იყენებს).

ის უშუალო გაგრილების საინტერესო პარამეტრს იყენებს, სადაც ბატარეის უჯრედები ირეცხება არაგამტარ სითხეში, რომელიც გადაედინება სითბოს გადამყვანში, რომელიც ნარჩენების სითბოს იღებს წინა დამონტაჟებულ რადიატორში.

გაგრილების ეს საინტერესო და თანმიმდევრული სისტემა მიზნად ისახავს ბატარეის შენარჩუნებას ოპტიმალურ ტემპერატურაზე, ხელახალი დატენვის და გადატვირთვის დროს, რადგანაც მაღალი ხარისხის ავტომობილის მართვისას, ძრავა ენერგიის დიდ რაოდენობას ხარჯავს (რეგენერაციული დამუხრუჭება) და (აჩქარება).

უნიკალური მანქანა, როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად

2022 Mercedes-AMG GT 63 S E-Performance-გამოჩნდა
4.0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო V-8 ძრავი 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

ამბობენ, რომ ის არის მსუბუქი და კომპაქტური, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი უნარი, რომლის წყალობითაც, გზაზე გამოსაყენებუელი მუხტის შენარჩუნება შეუძლია.

EDU–ს შეუძლია ენერგია წინა ღერძზე გადასცეს, გარკვეული გარემოებების დროს. ხოლო უფრო მაღალი ხარისხის მართვის რეჟიმებში იგი ეხმარება V-8–ს ძალოვან ძრავზე ენერგიის მიწოდებით.

ორ-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი არის, უმეტესწილად, მაქსიმალური სიჩქარის გასაზრდელად. 140 კმ/სთ სიჩქარით, ძრავა უახლოვდება მის მაქსიმალურ სიჩქარეს – 13,500 rpm, ხოლო მეორე გადაცემა ელექტრონულად არის ჩართული E-Performance–ის 315 კმ/სთ-ის, ანუ მაქსიმალური სიჩქარის მხარდასაჭერად.

ვიზუალური თვალსაზრისით GT63 S-ის ორიგინალი ვერსია ახალი მოდელისგან, რამდენიმე დეტალით განსხვავდება

2022 Mercedes-AMG GT 63 S E-Performance-გამოჩნდა
E Performance-ის ემბლემა, მანქანის ფრთაზე, მის ელექტრიფიცირებულ სტატუსზე მიუთითებს

რაც შეეხება ვიზუალს არსებობს რამდენიმე განმასხვავებელი ესთეტიკური დეტალი. დატენვის პორტის მიღმა, არის ტრაპეციული ოთხკუთხა გამოსაბოლქვი (მაყუჩი) და უნიკალური „გოფრირებული“ გარე კიდე,  რომელიც, როგორც ჩანს, E-Performance-ის ხელწერაა.

E Performance-ის ემბლემა, მანქანის ფრთაზე,ასევე მიუთითებს მის ელექტრიფიცირებულ სტატუსზე.  ქვედა კუთხის წინა ნაწილების დიზაინი, ასევე, ოდნავ განსხვავებულია.

საჭის უნიკალური დიზაინი და კომფორტული სალონი

2022 Mercedes-AMG GT 63 S E-Performance-გამოჩნდა
უჩვეულო ვიზუალის საჭის დაყოფილი სახელურები 3 და 9 საათის პოზიციებზეა განთავსებული

შიგნით, საჭის უჩვეულო დიზაინი გაყოფილი სახელურებით, 3 და 9 საათის პოზიციებზე, ასევე გვეხმარება, ინტერიერის დიფერენცირებაში, ორ მოდელს შორის. სხვა მხრივ ისეთივე კეთილმოწყობილი  და „მოციმციმეა“, როგორც მისი არა-ჰიბრიდული ნათესავი.

როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის მოდელი, გასაკვირი არ არის, რომ მასაც არაერთი საჭირო დამხმარე ფუნქცია აქვს, როგორიცაა, მაგალითად:

AMG Ride Control+ სუსპენზიის განახლებული ვერსია, რომლის დებიუტიც ხდება ახალი, ორმაგი წნევის შემამცირებელი სარქველის დაყენებით ამორტიზატორებში.

ყველა თანხმდებოდა, რომ ორიგინალი GT63 S საშინლად “მკაცრი” იყო, კომფორტის რეჟიმშიც კი, და ყველა იმედოვნებდა, ახალი ჰიბრიდული მოდელი ამ „ნავსს“ გატეხდა და ასეც მოხდა.

ჯერ უცნობია, დაახლოებით, რამდენს იწონის ახალი მოდელი

2022 Mercedes-AMG GT 63 S E-Performance-გამოჩნდა
ახალი E Performanceის სისტემა, მანქანის წონას, სავარაუდოდ, მკვეთრად დაამძიმებს

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე უცნობი დეტალი. ჩვენ არ ვიცით რამდენად გაზრდის E Performance-ის სისტემა და მისი ბატარეა GT–ს წონას, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი სისტემები არ არის მსუბუქი.

ასევე ჯერ არ ვიცით აშშ-ს ბაზრის ზუსტი მახასიათებლები ან აღჭურვილობა, რადგან AMG-ის მიერ გაავრცელებული ინფორმაცია ევრო-ბაზრის მოდელს განსაზღვრავს.

AMG GT63 S E Performance ევროპულ ბაზარზე, სავარაუდოდ 2022 წლიდან , ხოლო ამერიკის ბაზარზე 2023-წლიდან გაიყიდება.

რაც შეეხება ავტომობილის ფასს, ის, დაახლოებით, 200,000 აშშ დოლარი ეღირება.

Gallery: Mercedes-AMG GT63 S E-Performance

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

E-Performance

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]