2022 Audi RS7 Exclusive Edition-ი ეზღუდული რაოდენობით, 23 ეგზემპლარად გამოვა, სპეციალური მოდელი განსაკუთრებული მახასიათებლებითაა წარმოდგენილი

2022 Audi RS7 Exclusive Edition-ი, შთამბეჭდავი სიჩქარისა და დახვეწილი სტილის ნაზავი შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 23 ეგზემპლარად გამოდის.

ფასები, დაახლოებით, 166,495 დოლარიდან იწყება და ის შოურუმებში ზაფხულის ბოლოს გამოჩნდება.

შედარებისთვის, ჩვეულებრივი 2022 RS7-ის საბაზისო ფასი 119,595 დოლარია.

გამორჩეული ექსტერიერი

2022 Audi RS7 Exclusive Edition-ის დებიუტი შეზღუდული რაოდენობით
Audi RS7 Exclusive Edition-ი თავისი Mamba Black მარგალიტის ეფექტის საღებავითაა უნიკალური.

Audi RS7 Exclusive Edition-ი თავისი Mamba Black მარგალიტის ეფექტის საღებავითაა უნიკალური.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე მკაფიოდ არ ჩანს, ავტომწარმოებელი ამბობს, რომ მოდელს ლურჯი ტონები დაყვება.

ექსკლუზიური პაკეტები

2022 Audi RS7 Exclusive Edition-ის დებიუტი შეზღუდული რაოდენობით
შემოთავაზებულია Black Optic პაკეტიც, რომელიც Audi-ს რგოლებსა და სხვა ემბლემებს ამუქებს.

მოდელზე Carbon Optic პაკეტია შემოთავაზებული, რაც ნახშირბადბოჭკოვან წინა სპოილერს, სარკის დეტალებს და უკანა დიფუზორს მოიცავს.

ამის გარდა შემოთავაზებულია Black Optic პაკეტიც, რომელიც Audi-ს რგოლებსა და სხვა ემბლემებს ამუქებს.

ექსკლუზიური გამოცემა 22-ინჩიან ბორბლებზე მოძრაობს და მას ზაფხულის საბურავები მოჰყვება.

ამ მოდელის აღჭურვილობაში ასევე შედის კერამიკული სამუხრუჭე დისკები და ლურჯი ხუნდები.

ინტერიერის დიზაინი

2022 Audi RS7 Exclusive Edition-ის დებიუტი შეზღუდული რაოდენობით
სალონში შავი ტყავი და Sepang ლურჯი ნაკერებია გამოყენებული

რაც შეეხება ინტერიერს, სალონში შავი ტყავი და Sepang ლურჯი ნაკერებია გამოყენებული. ტყავის მასალაა გამოყენებული კარების საყრდენებზე, ზედა პანელებზე, ცენტრალურ კონსოლზე და დაფის ზედა ნაწილზეც.

ექსკლუზიურ გამოცემასაც RS7-ის ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი ამოძრავებს, ის 591 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 800 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,5 წამში აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ-ია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

2022 Audi RS7 Exclusive Edition

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]