ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგში პირველი ადგილი Lexus -ს ერგო


ამერიკულმა კომპანია J.D. Power and Associates – მა ყველაზე სანდო ავტომობილების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში ადგილი Lexus-მა დაიკავა.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა 30 000 ამერიკელმა ავტომფლობელმა მიიღო, რომელთაც 3 წლის ავტომობილი ჰყავდათ. მათ ბოლო 12 თვის მანძილზე თავისი ავტომობილის პრობლემებზე ჰკითხეს, კვლევის ავტორებმა ყველა მარკიდან 100 ავტომობილი აიღეს და  საშუალო რეიტინგი გამოიყვანეს.


აღმოჩნდა, რომ 100 ავტომობილიდან კომპანია  Lexus -ზე 81 პრობლემა მოდის. მეორე ადგილი Porsche -ს ერგო (86 პრობლემა 100 ავტომობილზე). პირველ სამეულს კომპანია Kia ასრულებს, რომლის მაჩვენებელიც 100 ავტომობილზე 97 პრობლემას მოიცავს. მე-4 და მე-5 ადგილებს Toyota (98) და Buick (100) იკავებენ.

ყველაზე მეტი დეფექტები თავის მანქანებზე  Land-Rover -ის (244 პრობლემა 100 ავტომობილზე) მფლობელებს ჰქონდათ. ასევე სიის ბოლოს მოხვდნენ Alfa Romeo და Jaguar 196 და 186 პრობლემით.

საუკეთესო ავტომობილები

ელექტრომობილების მწარმოებელი ტესლა გამოკითხვაში კი, მაგრამ რეიტინგში არ მოხვედრილა. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ამერიკის გარკვეულ შტატებში ტესლა კომპანიებს თავისი კლიენტების გამოკითხვას უკრძალავს. საერთო ჯამში ამ კვლევაში ტესლას 756 მფლობელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც  176 პრობლემა დაასახელეს 100 ელექტრომობილზე.

როგორც J.D. Power and Associates – ის სპეციალისტები თვლიან, კვლევამ აჩვენა რომ ავტომობილის საიმედოობა ყველაზე პრიორიტეტულია. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემების რაოდენობა რომლის შესახებაც 2018 წლიანი ავტომობილების მფლობელებმა ისაუბრეს 10% -ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიურ კვლევის შედეგებთან შედარებით.

კვლევის პროცესში გამოაშკარავდა, რომ ავტომფლობელებს ყველაზე მეტად პრობლემები მულტიმედია და მძღოლის დამხმარე სისტემებში ხვდებათ. ამასთან 3 წლის ავტომობილებში ძალიან ცოტა პრობლემებია სავალ ნაწილთან მიმართებაში.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

საუკეთესო ავტომობილები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]