2021 წლის ავტოშოუების განმავლობაში არაერთი ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი პიკაპის ტიპის ავტომობილი ვიხილეთ

ის დრო დიდი ხანია დასრულდა, როდესაც სატვირთო/ფურგონიანი ავტომობილები ე.წ „ლურჯსაყელოიან“ მანქანებად ითვლებოდნენ.

დღეს, პიკაპები, შრომისუნარიანობის, კარგი გამავლობის და ტვირთამწეობის გარდა, ვიზუალურ დეტალებზეც ორიენტირდებიან და საკმაოდ შთამბეჭდავ ექსტერიერ/ინტერიერსაც გვთავაზობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ბაზარზე ჯერ კიდევ ვხვდებით „შიშველ“ სატვირთო მანქანებს, შრომისუნარიანი „ცხენების“ ამპლუაში, ბევრი თანამედროვე პიკაპი მაღალი დონის კაბინით და უახლესი, თანამედროვე ციფრული, ტექნიკური თუ ინფო-გასართობი საშუალებებით აღიჭურვა.

თუ უფრო სიმაღლეებისკენ ავყვებით და ექსტრემისა და ფუფუნების გზაგასაყარზე/საზღვარზე აღმოვჩნდებით შევხვდებით გიგანტურ საინფორმაციო და ინფო-გასართობ ეკრანებს, სავარძლების გათბობას, მოწინავე აუდიო სისტემების და სმარტფონების თავსებადობას.

არ უნდა დაგვავიწყდეს მძღოლის დამხმარე უახლესი სისტემები, რომლებსაც ძვირადღირებული პიკაპები აქტიურად იყენებენ.

ახლა კი დროა hotcars-ს მიერ შემოთავაზებული 2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპების სია ვიხილოთ:

10. 2021 Toyota Tacoma TRD Pro ($44,075)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
ეს მოდელი თავისი უხეში ბუნებით და საიმედოობითაა ცნობილი

ეს მოდელი თავისი უხეში ბუნებით და საიმედოობითაა ცნობილი. ამ ოფროუდერის მახასიათებლები უფრო შთამბეჭდავია TRD მოდელებზე, მათგან ყველაზე გამორჩეული კი TRD Pro-ა.

პიკაპის ფასი 44,075 აშშ დოლარიდან იწყება. ავტომობილის სალონი საკმაოდ კომფორტულია.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
პიკაპის ფასი 44,075 აშშ დოლარიდან იწყება

თუ „ტალახში თამაში“ და უხეში ბილიკების დალაშქვრა გაინტერესებთ, მაშინ Taco TRD Pro შესანიშნავი ვარიანტია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე სწრაფი სატვირთო მანქანა არ არის, მისი მთავარი სიძლიერე ცოცხლდება მაშინ, როდესაც გზატკეცილიდან უსწორმასწორო ბილიკებისკენ გადაუხვევთ!

9. 2021 GMC Canyon Denali ($45,595)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
GMC Canyon Denali ეფექტურად უმკლავდება რთულ ამოცანებს და უხეშ რელიეფს

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის GMC Canyon Denali რთულ ამოცანებს და უხეშ რელიეფს ეფექტურად უმკლავდება, ის უფრო ურბანული მძღოლებისთვისა აშესაფერისი.

GMC Canyon საშუალო ზომის პიკაპია, მას მყიდველებისთვის სამი განსხვავებული ძრავის ვარიანტი გააჩნია, Denali-ს მორთვა  3.6 ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, ის 308 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
პიკაპზე  Android Auto და Apple Carplay-ია შემოთავაზებული

ინტერიერი მოწინავე Bose აუდიო სისტემითაა აღჭურვილი. იქ შევხვდებით 8-ინჩიან სენსორულ ეკრანს და ტყავის სავარძლებს. პიკაპზე Android Auto და Apple Carplay-ია შემოთავაზებული.

8. 2021 Chevrolet Colorado ZR2 Bison ($47,645)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
2021 წლის Chevrolet Colorado ZR2 Bison-ს GMC Canyon-ის მსგავსი ელექტრული წყობა და შასი აქვს

2021 წლის Chevrolet Colorado ZR2 Bison-ს GMC Canyon-ის მსგავსი ელექტრული წყობა და შასი აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანიონი თავის მკაცრ მახასიათებლებს და კომფორტს საკმაოდ ეფექტურად აბალანსებს, ხოლო როცა საქმე კოლორადოს ეხება ის ცალსახად სერიოზული გამავლობის ავტომობილია.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
ავტომობილს 3.6-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს, რომელიც 308 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

სიმძლავრისთვის ZR2-ს 3.6-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს, რომელიც 308 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მოცურების საწინააღმდეგო მექანიზმები, ყველგანმავალი საბურავები, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და კიდევ სხვა უამრავი დეტალი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს „მაჩო“ შექმნილია იმისთვის, რომ ყველაზე რთულ რელიეფს გაუკმლავდეს.

7. 2021 Jeep Gladiator High Altitude ($51,765)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
პიკაპს 3.6 ლიტრიანი V6 ძრავი აქვს

ჯიპის ყველა სხვა მოდელის მსგავსად, 2021 წლის ჯიპ გლადიატორს “დაბინძურების” არ ეშინია, მისი ვიზუალიც სწორედ ამაზე მეტყველებს. ბრენდის „ტრადიციების“ გათვალისწინებით ამ ავტომობილის საქარე მინაც დასაკეცია.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
ის 285 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

პიკაპს 3.6 ლიტრიანი V6 ძრავი აქვს, ის 285 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისმა „ლამაზმა“ ვიზუალმა არ მოგატყუოთ, მას ისეთ ადგილებში შეღწევა და უკან დაბრუნება შეუძლია, როგორშიც სხვა ავტომობილები არც კი შეეცდებიან.

6. 2021 Toyota Tundra 1794 Edition ($52,095)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
ეს არის ავტომობილი, რომელიც წლების განმავლობაში დაუღალავად იმუშავებს და არ დაგაღალატებს.

2007 წლის დებიუტის შემდეგ, ტუნდრა დიდწილად არც შეცვლილა. ის თავის ძველ დიდებულებას და ყველგანმავლობის „მბრძანებლობას“ კვლავ ინარჩუნებს. ეს არის ავტომობილი, რომელიც წლების განმავლობაში დაუღალავად იმუშავებს და არ დაგაღალატებს.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
5.7 ლიტრიანი V8 ძრავით 1794 Edition-ი 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

5.7 ლიტრიანი V8 ძრავით 1794 Edition-ი 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას საკმაოდ ეფექტური უსაფრთხოების სისტემა აქვს.

მძღოლის დამხმარე ფუნქციებში შედის  „კრუიზ“ კონტროლი, წინ შეჯახების გაფრთხილება და ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება.

JBL ხმის სისტემა 12 დინამიკით, სალონის ტყავის საფარი და სავარძლების გათბობა ავტომობილის შთამბეჭდავ მახასიათებლებს აგვირგვინებს. ტუნდრა უამრავი ადამიანის (მათს შორის ჩემიც) უპირობო ფავორიტია.

5. 2021 Nissan Titan Platinum Reserve ($55,490)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
პიკაპში 5.8 ლიტრიანი V8 ძრავია გამოყენებული

2021 წლის Nissan Titan-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ძლიერი ძრავია. პიკაპში 5.8 ლიტრიანი V8 ძრავია გამოყენებული, ის 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
ის 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

მიუხედავად დიდი ზომისა, პიკაპი საკმაოდ გლუვია და მისი მანევრირებაც საკმაოდ მარტივია. მყიდველები სარგებლობენ ტყავის და ხის საჭით, გარე ხედვის კამერით, გათბობით და ვენტილირებადი სავარძლებით, ასევე ძლიერი Fender ხმის სისტემით.

4. 2021 Chevrolet Silverado High Country ($61,790)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
Chevy Silverado High Country თანამედროვე პიკაპების შესაბამისი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციითაა აღჭურვილი

Chevrolet Silverado  Ford F-150-ის კონკურენციის მიზნითაა შექმნილი. Chevy Silverado High Country თანამედროვე პიკაპების შესაბამისი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციითაა აღჭურვილი.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
მძღოლებისთვის  ძრავის სამი ვარიანტია ხელმისაწვდომი

მძღოლებისთვის  ძრავის სამი ვარიანტია ხელმისაწვდომი, მათ შორისაა: 420 ცხენის ძალის 6.2 L V8, 277 ცხენის ძალის 3.0 ტურბოდიზელის ძრავი და 5.3 L V8, რომელიც 355 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

უსადენო დატენვა, ტყავის სავარძლები და პრემიუმ Bose ხმის სისტემა იმ  უპირატესობების ჩამონათვალია, რომელთაც ამ მოდელზე ნახავთ.

3. 2021 GMC Sierra 1500 Denali ($63,485)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
GMC Sierra 1500 Denali-ს ფასი 60 000 დოლარზე მეტია

2021 წლის GMC Sierra 1500 Denali-ს ფასი 60 000 დოლარზე მეტია, მას Chevy Silverado High Country-ის მსგავსი ძრავის ვარიანტები და პლატფორმა აქვს.

ფუფუნებაზე მეტი აქცენტირების გამო სილვერადოს ფასს ოდნავ აღემატება. მას საჭის და სავარძლების გათბობის სისტემა აქვს.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
მას საჭის და სავარძლების გათბობის სისტემა აქვს

მისი ტვირთამწეობა 1 016 კილოგრამია, ხოლო რაც შეეხება ბუქსირებას, მას 5 533კგ-იანი ნივთის ჩაბმა შეუძლია.

2. 2021 Ford F-150 Limited ($70,825)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
ყველაზე პოპულარული პიკაპი ამერიკაში

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიკაპი, უდავოდ, Ford F-150 -ია, ის, ამავდროულად ყველაზე გაყიდვადი მანქანა აშშ-ში.

F-150 Limited ძრავის ორ ვარიანტს გვთავაზობს: ორმაგი ტურბო 3.5 ლიტრიანი V6 ძრავი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და იმავე ძრავის ჰიბრიდული ვერსია 430 ცხენის ძალით.

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
F-150 Limited ძრავის ორ ვარიანტს გვთავაზობს

სატვირთო მანქანის, ძირითადი, უპირატესობებია- ე.წ „moonroof“ გადახურვა (შეღებილი მინის პანელიანი ლუქი) ელექტრო უკანა კარი და წინა სავარძლების მასაჟი.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მას 6,350 კგ ტვირთის ბუქსირება შეუძლია და  მისაბმელის სარეზერვო დამხმარე მოწყობილობა მოყვება.

1. 2021 Ram 1500 TRX ($71,790)

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული სატვირთო მანქანების სიის სათავეში Ram 1500 TRX მოექცა

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული სატვირთო მანქანების სიის სათავეში Ram 1500 TRX მოექცა.

ის  6.2-ლიტრიანი V8 ძრავითა აღჭურვილი, ავტომობილი 702 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც მას პიკაპების სეგმენტის ყველაზე ძლიერ მანქანად აქცევს. (აღსანიშნავია, რომ Dodge Challenger Hellcat-საც ანალოგიური ძრავი აქვს).

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული პიკაპები
ის 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,5-წამს ანდომებს

სიჩქარეც ავტომობილის ერთ-ერთი უპირატესობაა, ის 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,5-წამს ანდომებს, ამას დამატებული 3 674კგ ბუქსირების წონა და მისი ღირებულება მის მონაცემენთან მიმართებით, უთუოდ რელევანტურია.

პიკაპი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაAudi-სა და Real Madrid C.F-ის 18-წლიანი მეგობრობა
შემდეგი სტატიაBMW-ს სრულად ელექტრო i4 სედანის წარმოება ოფიციალურად დაიწყო