სადებიუტო და ახალი ელექტრო ავტომობილები, 12-თვიან ფაზაში-ყველაფერი ერთ სტატიაში

თუ თქვენ ელექტრო მანქანებით ხართ დაინტერესებული და  გამუდმებით გიწევთ სიახლეების „სადარაჯოზე“ ყოფნა, მაშინ, ამ გამარტივებულ გზას შემოგთავაზებთ და მიმდინარე წლის ელექტრომობილების სიას გაგაცნობთ თავისი-„რა, სად, როდის“ შეკითხვებზე პასუხებით!

ავტოინდუსტრიამ, ელექტრიფიცირებისკენ, უკვე მყარი და აშკარა გეზი აიღო. ავტომწარმოებლებიც აქტიურად ცდილობენ შექმნან ახალი, ან თავიანთი საკულტო მოდელები „გადმოაელექტროონ“.

ყოველწლიურად მეტი და მეტი ელექტრომობილის წარმოება ანონსდება/იგეგმება და ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ავტოსამყაროსთვის, ასევე დედამიწისთვისაც!

მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, „ელექტრომარათონში“ სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ერთვება:

და აი, autocar-ის ყოვლისმომცველი ჩამონათვალიც:

BMW iX3

ელექტრო
bmw ix3 282 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

BMW X3-ის ელექტრო ვერსიის, iX3-ის დებიუტი 2020 წლის შუა რიცხვებში შედგა. ავტომობილს აქვს უკანაწამყვანი ბორბლები და ერთი ელექტროძრავი. ის ამჟამად ძალიან ჰგავს ბენზინზე მომუშავე X3-ს, მაგრამ, ვარაუდობენ რომ ვიზუალურ დეტალებს i3 ან i8-დან აიღებენ. iX3 კომპანიის მეორე სრულად ელექტრო ავტომობილია.

ძრავი ავითარებს 282 ცხენის ძალას, მას აქვს აქვს 80 კვტ/სთ ბატარეა, რომლის დიაპაზონი 459 კმ-ია.

შემოთავაზებული იქნება 2 ვერსია Premier Edition ეღირება 85,380 აშშ დოლარი ( £61,900) ხოლო Premier Edition Pro მასზე 4,138 აშშ დოლარით მეტი.

Lotus Evija

ელექტრო
Lotus Evija 2 მილიონ დოლარზე მეტი ეღირება.

როდესაც დაანონსდა რომ ამ შთამბეჭდავი ჰიპერქარის წარმოება 2020 წელს დაიწყებოდა ყველას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეს უტყუარი, „წყალგაუსვლელი“ დედლაინი იქნებოდა. საბოლოოდ, მისმა წარმოებამ,  2021 წლის შუა რიცხვებამდე გადმოიწია.

დახვეწილი ვიზუალის და დაახლოებით, 2000 ცხენის ძალის მქონე Evija-ს 70კვტ/სთ-იანი დენის ბატარეა და 4 ელექტრო ძრავი აქვს, ის 1700 კგ-ს იწონის.

სუპერ მანქანა Pirelli P-Zero Trofeo R საბურავებზე იმუშავებს.  0 დან 100კმ/სთმდე ასაჩქარებლად 3 წამი , ხოლო 0 დან 299კმ/სთ ასაჩქარებლად 9 წამი დასჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ იქნება.

Lotus Evija 2 მილიონ დოლარზე მეტი ეღირება.

Nissan Ariya

ელექტრო
e-4orce მოდელი 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

Leaf-ი Nissan-ს ელექტრო მანქანების კლასში საპატიო ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა, იმედოვნებენ, რომ ამ სტატუსის გამყარებაში Ariya-ს კიდევ უფრო დიდი გავლენა ექნება. გაყიდვაში 2021-წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება. ის Tesla Model Y და Volkswagen ID 4-ის კონკურენტი იქნება.

სადებიუტოდ მისი დიაპაზონი, 498 კმ იქნება. e-4orce მოდელი 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5.1 წამი დასჭირდება.

Ssangyong Korando

ელექტრო
Ssangyong korando-ს პირველი EV ვერსია

კორეული ავტომწარმოებელი ელექტრო Korando-ს წლის ბოლოს წარადგენს. ეს ამ ბრენდის პირველი EV ვერსია იქნება. ავტომწარმოებელი ამ ნაბიჯით ახალი ინვესტიციების მოძიებას ეცდება. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება Ssangyong Korando-ს დებიუტი.

BMW i4

ელექტრო
შთამბეჭდავი i4

მე-4 სერიის Gran Coupe-ზე დაფუძნებული  ახალი ელექტრო მოდელი, Tesla model 3-ის კონკურენტი იქნება. (0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.1 წამში ახერხებს, მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ია. დატენვის დიაპაზონი კი 568 კმ.) Bmw ჩქარობს თავისი ახალი i4 მოდელის გამოშვებას და მისი წარმოება, სავარაუდოდ, ამ თვეებში დაიწყება.

ავტომწარმოებელი, მთავარ აქცენტს ტექნოლოგიაზე გააკეთებს. ეს იქნება BMW-ს მერვე თაობის iDrive ოპერაციული სისტემა, რომელიც ჰაერის განახლებებს უზრუნველყოფს.

Cupra Born

ელექტრო
Born-ი VW-ს MEB პლატფორმაზეა დაფუძნებული

VW-ს MEB პლატფორმაზე დაფუძნებულ Born-ს, მართალია ID ჰეჩბექის მსგავსი ძრავა და ტექნოლოგია აქვს, მაგრამ ის ID-ისგან განსხვავებით სპორტულ სტილს ირჩევს, და ეს ფაქტი, Born-ს, რიგი მომხმარებლებისთვის, უფრო მიმზიდველს ხდის.

ელექტრომობილი იკვებება 77 კვტ/სთ-იანი ბატარეით და მისი დიაპაზონი, დაახლოებით, 499 კმ იქნება. მომხმარებელს 4 პაკეტის არჩევის საშუალება ექნება. ავტომობილის წარმოება 2021 წლის ბოლოსთვის დაიწყება.

ყველაზე მძლავრ ვერსიას 231 ცხენის ძალა ექნება, რომელსაც 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 6,6 წამი დასჭირდება.

BMW iX

ელექტრო
მოდელები წარმოდგენილი იქნება Sport და M Sport სახით

BMW-ს მომავალი ფლაგმანი 2021 წლის ბოლოს გამოვა. xDrive50-ს ორმაგი ელექტრო ძრავი ექნება, რომელიც 516 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4.6 წამი დასჭირდება.

რაც შეეხება XDrive40 მას 322 ცხენის ძალა ექნება. 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6.1 წამს მოანდომებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ ექნება.

ორივე მოდელი წარმოდგენილი იქნება 2 ვერსიის სახით Sport და M Sport.

Kia EV6

ელექტრო
GT-Line S-ი 66,706 აშშ დოლარი ეღირება.

კია, 2025 წლისთვის, 11 ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. EV6 ქროსოვერი სიით პირველი ელექტრო მანქანაა, რომელიც სამხრეთ კორეულმა კომპანიამ შექმნა. EV6, ჰიუნდაის Ioniq 5-ის ძმობილი მანქანა იქნება.

სრულიად ახალი პლატფორმის ავტომობილი 72.6 კვტ/სთ-იანი ბატარეით 499 კმ-მდე დიაპაზონს გვპირდება.

პირველი გამოშვების მოდელს 226 ცხენის ძალა, 19-ინჩიანი დისკები, LED განათება, ვეგანური ტყავის სავარძლები და მაღალფუნქციური ტექნოლოგია ექნება.

ხოლო GT-Line S-ი, ყველაზე მაღალი კლასის ავტომობილი, აღჭურვილია ყველა წამყვანი სისტემით, უფრო დიდი, 20 დუიმიანი ბორბლებით, ვენტილირებადი წინა სავარძლებით და პანორამული სახურავით.

სტანდარტული EV6-ის ფასი 56, 380 აშშ დოლარი იქნება. GT-Line S-ი კი 66, 706 აშშ დოლარი ეღირება.

Mercedes-Benz EQB

ელექტრო
EQB 350-ის სიმძლავრე უზრუნველყოფილია 66 კვტ /სთ სიმძლავრის ლითიუმ-იონური ბატარეით

ორი ელექტროძრავის მქონე, ოთხივე წამყვანი EQB 350 4Matic 288 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. EQB 250-ს წინა წამყვანი თვალი და 188 ცხენის ძალის მქონე ძრავი ექნება.

EQB 300 4Matic-ს, EQB 350-ის მსგავსად, ოთხივე წამყვანი თვალი და 241 ცხენისძალიანი, ორი ელექტროძრავი ექნება.

EQB 350-ის სიმძლავრე უზრუნველყოფილია 66 კვტ/სთ სიმძლავრის ლითიუმ-იონური ბატარეით. ზუსტი მახასიათებლები ცნობილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, 0 დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 6.0 წამში შეძლებს.

Mercedes-Benz EQS

ელექტრო
EQS-ს წარმოება სინდელფინგენის ქარხანაში დაიწყება

S კლასის ელექტრო მანქანები, როგორც ამას Mercedes-Benz აცხადებს, 2021 წლის ბოლომდე არ გამოვა. როგორც ავტომწარმოებელი გვპირდება ეს იქნება ტექნოლოგიურად დატვირთული ავტომობილი, რომელიც Porsche Taycan-ის ტემპს „შეინარჩუნებს“.

ავტომობილის წარმოება სინდელფინგენის ქარხანაში დაიწყება. EQS-ს ექნება იგივე 11.9 დიუმიანი სენსორული ეკრანი და 12.3 დიუმიანი ციფრული დისპლეი, როგორც S-class-ის ავტომობილებს.

Tesla Model S Plaid

ელექტრო
ნიურბურგრინგი მასკის წესებით

Model S Plaid-მა ნიურბურგის ავტოდრომის 20,6 კმ-იანი წრე (Nordschleife-ის მარშრუტი), 7 წუთსა და 30,9 წამში გაიარა. ეს 12 წამით უფრო სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე წინა რეკორდული წრე, რომელიც Porsche Taycan Turbo-მ 2019 წლის აგვისტოში დაამყარა (7:42 წუთი).

მოდელ S Plaid – 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 1,99 წამს ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია.

ელექტრომობილი ბაზარზე, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გამოჩნდება, მისი ღირებულება კი, დაახლოებით, 153,540 აშშ დოლარი იქნება.

Tesla Model Y

ელექტრო
ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 249 კმ/სთ-ია

Model Y-ს ორი ელექტროძრავა და ყველა წამყვანი თვალი აქვს. ავტომობილს 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3.5 წამი სჭირდება. დატენვის დიაპაზონი 524 კმ-ია. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 249 კმ/სთ-ია.

ავტომობილი ბაზარზე, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის გავა. მისი ფასი, დაახლოებით, 56,990 აშშ დოლარი იქნება.

GMC Hummer EV

ელექტრო



GMC Hummer EV, თავისი სიმძლავრით და ექსტრემალურობით, ამერიკულ ბაზარზე, დიდ გავლენას მოახდენს

ელექტრომობილის წარმოება 2021 წლის ბოლო თვეებში დაიწყება, ამერიკის ბაზარზე მომდევნო წელს გამოჩნდება. ნაკლებსავარაუდოა მისი ევროპულ ბაზარზე გამოჩენა, მაგრამ „მეორენახევარსფეროში“ თავისი სიმძლავრით და ექსტრემალურობით დიდ გავლენას მოახდენს.

ავტომობილს 986 ცხენის ძალა ექნება. ბრუნვის მომენტი 15,591 ნიუტონ/მეტრი. 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, სულ რაღაც, 3 წამი დასჭირდება. სრული დატენვით კი 563კმ-ს გაივლის.

Hyundai Ioniq 5

ელექტრო
პირველი მანქანა Ioniq ქვე-ბრენდის შემადგენლობაში

პირველი მანქანა, რომელიც ჰიუნდაის ახალი Ioniq ქვე-ბრენდის შემადგენლობაში მოექცა Ioniq 5 იქნება. ავტომობილის დებიუტი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ეს იქნება კომპანიის პირველი სპეციალიზირებული EV და ის მჭიდროდ ემყარება იმ  კონცეფციას, რომელიც საზოგადოებისთვის, 2019 წელს, ფრანკფურტის ავტოშოუზე გახდა ცნობილი.

Hyundai Ioniq 6

ელექტრო
მაღალი ხარისხის ვარიანტს, E-GMP პლატფორმით, 0 დან 100 კმ-სთ-მდე ასაჩქარებლად, მხოლოდ 3,5 წამი დასჭირდება.

ელექტრომობილის დებიუტი, სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნება, მაგრამ შოურუმებში 2022 წლის შუა რიცხვებამდე არ გამოჩნდება. Ioniq 6 იქნება Hyundai-ს ფლაგმანი EV, რომელიც Ioniq 5-ის ვიზუალურ მახასიათებლებს იმეორებს.

მაღალი ხარისხის ვარიანტს, E-GMP პლატფორმით, ორი ელექტროძრავი ექნება. 0 დან 100 კმ-სთ-მდე ასაჩქარებლად, მხოლოდ 3,5 წამი დასჭირდება. დიაპაზონი კი, სავარაუდოდ, 498 კმ იქნება.

MG E-Motion

ელექტრო
MG E-MOTION-ს 0 დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4 წამი დასჭირდება

MG, თანამედროვე სპორტული ელექტრომობილების სამყაროში ორკარიანი, ოთხ-ადგილიანი ავტომობილით შემოვა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, იგი სავარაუდოდ  E-Motion კონცეფციას ემყარება. ეს კონცეფცია საზოგადოებამ  2017 წელს, შანხაის საავტომობილო შოუზე იხილა.

ზემოაღნიშნული კონცეფციისგან განსხვავებული სტილის ახალ მოდელს, ორი ელექტროძრავი და ყველა წამყვანი თვალი ექნება. ის 0 დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამს მოანდომებს.

Tesla Roadster

ელექტრო
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ.სთ-ს აღემატება

ფლაგმანური სპორტული მანქანა, ორიგინალ, Lotus-ზე დაფუძნებულ Roadster-ს ჩაანაცვლებს. Tesla აცხადებს, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ.სთ-ს აღემატება. 0 დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 1.9 წამში შეძლებს და 200 კვტ/სთ ბატარეის წყალობით, დიაპაზონი 997 კმ-ს მიაღწევს.

ფასი, დაახლოებით, 259 909 აშშ დოლარიდან დაიწყება, პირველი 1000 ავტომობილი დამტკიცდება, როგორც Founders Edition, ხოლო შემდეგ ღირებულება, 207 732 აშშ დოლარი გახდება.

ავტომობილი, სავარაუდოდ, 2022 წლამდე არ გამოჩნდება.

Tesla Model X Plaid

ელექტრო
ყველაზე სწრაფად აჩქარებადი SUV

Model X Plaid-ი დამატებითი ელექტროძრავის მეშვეობით 1006 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.5 წამში მოახერხებს. (ამ მონაცემებით ის ყველაზე სწრაფად აჩქარებადი SUV-ია).

მისი ფასი, სავარაუდოდ, 153,540 აშშ დოლარი იქნება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ელექტრო

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]