ბოლო რამდენიმე წელია საავტომობილო დიზაინერები გასაოცარი ვიზუალის მქონე ჯიპებს გვთავაზობენ
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჯიპებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება.
მომხმარებლები დიდი ზომის ავტომობილებით არიან დაინტერესებულნი. ეს თავისთავად რამდენიმე ასპექტითაა განპირობებული, მაგალითად- დიდი შიდა სივრცე, უფრო კომფორტული მგზავრობა და უსაფრთხოების განცდა.
ზოგი ჯიპი უკვე გამოცდილი და პოპულარული მოდელის სახეცვლილი და გაუმჯობესებული ვერსიაა. ზოგი ავტომწარმოებელი კი მიდის რისკზე და ცდილობს დანერგოს რაღაც ახალი, ინოვაციური და მიმზიდველი.
გაგაცნობთ 2020-იანი წლების დასაწყისის ყველაზე მიმზიდველ, ინოვაციურ და გახმაურებული დებიუტის მქონე ჯიპებს:
Aston Martin DBX

მიქელანჯელო, რემბრანტი და ასტონ მარტინი… ავტომწარმოებელი, რომელიც თავისი დებიუტებით ახალ ხელოვნების ნიმუშებს გვთავაზობს. დახვეწილი და გემოვნებიანი მოდელები, შთამბეჭდავი მექანიკური ინჟინერია-ასტონ მარტინი თავის გეზს არასდროს უხვევს.
ამ ათწლეულის პირველი ახალი მოდელია DBX, ის Aston Martin-ისეულ ხედვებს წარმოაჩენს და გვაცნობს თუ როგორ ესახება ავტომწარმოებელს თანამედროვე მდიდრული ჯიპი.

DBX გამორჩეული და ძვირადღირებული ჯიპია, ის თავის მომხმარებლებს კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას სთავაზობს. სპორტული ჯიპი საოცრად დამყოლი და ამავე დროს თავისი 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავის მეშვეობით საკმაოდ ეფექტურია.
ჯიპი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 291 კმ/სთ-ია.
BMW iX

კომფორტული, ამავე დროს ძლიერი და სპორტული, BMW iX-ი ბრენდის ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანია.
თავდაპირველად კონცეფცია 2018 წელს, პარიზის საავტომობილო შოუზე, Vision iNext-ის სახით გამოჩნდა.

დახვეწილი ექსტერიერის iX-ი BMW-ს CLAR პლატფორმის მოდიფიცირებულ ნახშირბადბოჭკოვან ვერსიას იყენებს. ავტომობილი 2510 კილოგრამს იწონის.
iX-სს ორი ელექტროძრავი და მართვის ორი რეჟიმი- Efficiency და Sport აქვს.
Alfa Romeo Tonale

Alfa Romeo Tonale ბრენდის ახალი „შემტევი“ მოდელი იქნება. Tonale Stelvio-ს უმცროსი ძმაა. ის ისეთი ჯიპების კონკურენციისთვის შეიქმნა, როგორებიცაა: Audi Q3 და BMW X1.
მიმზიდველი გარეგნობის გარდა, Tonale ძრავების ვარიაციითაც გამოირჩევა, მათ შორისაა plug-in ჰიბრიდული ვერსიაც.

არაოფიციალური ცნობებით ავტომობილს „კაპოტის“ ქვეშ 1.3-ლიტრიანი ტურბო ჰიბრიდული ძრავი ექნება, რომელიც, სავარაუდოდ, 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Audi e-tron Sportback

“ლამაზი, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანადაც”- სწორედ ასე აფასებენ e-tron Sportback-ს. აუდი ყოველთვის ლამაზი დიზაინით, სპორტული ინტერიერით და მგზავრობის დახვეწილი მანერით გამოირჩევა.
ბრენდი თავის ნიშას არ ღალატობს და საავტომობილო ბაზარზე ჯიპებთან საასპარეზოდ თავის შთამბეჭდავ ფალავანს, e-tron Sportback-ს აგზავნის.

Sportback-ის არქიტექტურა, სპორტული ტიპის ჯიპებისთვის მოდური და აქტუალური გახდა. მისი კორპუსი Q5-ის დიზაინითაა შთაგონებული.
ავტომობილში ულტრათანამედროვე და კლასის წამყვანი ტექნოლოგიაა გამოყენებული.
Ford Mach-E

Mustang Mach-E GT ფორდის ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანია. მშვენიერი ელექტრო მანქანა კომფორტულ მგზავრობას, სწრაფ აჩქარებას, 5 სამგზავრო ადგილს და რეტრო დიზაინს გვთავაზობს.
0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.8 წამში ახერხებს (Performance Edition-ის შემთხვევაში დრო 3.5 წამამდე მცირდება).

მახასიათებლების შემდეგ, მისი კიდევ ერთი პლუსი წმინდა კოსმეტიკურია. ფორდის დიზაინერებმა, ახალ სპორტულ მოდელს მუქი ფერის ცხაური დაუყენეს, ის პრიალა ზედაპირით და სუფთა ტექსტურით გამოირჩევა.
Nissan Ariya

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში. Ariya უახლესი ტექნოლოგიის ლითიუმ-იონურ ბატარეებს იყენებს, ის უფრო მსუბუქი და კომპაქტურია, ასევე მეტად ეკომეგობრულები.

ჯიპი Nissan-ისთვის დამახასიათებელ იაპონურ ფუტურისტულ სტილშია აგებული. ცხაურზე დახვეწილი, მანათობელი ემბლემაა განთავსებული. დამატებითი ხმის შთამნთქმელი მასალების გამო ის სხვა მოდებელზე ბევრად ჩუმია.
Kia EV6

მკვეთრი/თამამი სტილი და 576 ცხენის ძალის პოტენციალი, დიახ, ეს Kia EV6-ა. კია, 2025 წლისთვის, 11 ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

EV6 ქროსოვერი სიით პირველი ელექტრო მანქანაა, რომელიც სამხრეთ კორეულმა კომპანიამ შექმნა. EV6, ჰიუნდაის Ioniq 5-ის ძმობილი მანქანა იქნება. სრულიად ახალი პლატფორმის ავტომობილი 72.6 კვტ/სთ-იანი ბატარეით 499 კმ-მდე დიაპაზონს გვპირდება.