უიშვიათესი, 1971 წლის Corvette ZR2 კაბრიო Mecum-ის აუქციონზე 13-21 მაისს გაიყიდება, კორვეტის ფასი, დაახლოებით, 1-1,2 მილიონი დოლარი იქნება

შთამბეჭდავი და უიშვიათესი 1971 წლის Chevrolet Corvette ZR2 კაბრიოლეტი 13-21 მაისს დაგეგმილ Mecum-ის აუქციონზე, სავარაუდოდ, 1-1,2 მილიონ დოლარად გაიყიდება.

(აქვე: Mecum-ის აუქციონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული, პირდაპირ ტრანსლირებული ღონისძიებაა, რომელზეც კლასიკური მანქანები, მოტოციკლეტები, ვინტაჟური ტრაქტორები და სხვა საინტერესო პროდუქტები იყიდება).

Chevrolet-მა Corvette ZR2 წარმოადგინა მათთვის, ვისაც ნამდვილი კლასიკა და დაუვიწყარი შეგრძნებები სჭირდება.

PHOTO GALLERY: Chevrolet CorvetteZR2

Vette რამდენიმე სპეციფიკური, შეკვეთილი კომპონენტით იყო აღჭურვილი, ეს არის RPO ZR2 Special Purpose LS6 ძრავის ნაკრები, რომელიც 454 კუბური მოცულობის LS6 V8 ძრავს (Muncie M22) და “Rock Crusher” ოთხ სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს აერთიანებდა.

გარდა ამისა მანქანას გამორჩეული დაკიდების სისტემა, მძიმე წინა და უკანა სუსპენზიები, მათს შორის ახალი ზამბარები, ალუმინის მძლავრი რადიატორი და გამძლე დისკების მუხრუჭები ჰქონდა.

Chevrolet-მა 1971 წლის Corvette ZR2 თავდაპირველად 7 672 დოლარად (დღევანდელი კურსით 54 400 დოლარის ექვივალენტი) გაყიდა.

ეს ღირებულება მისი იშვიათი ბუნების და რაოდენობის გამო იყო, ის მხოლოდ 12 ეგზემპლარად აწარმოეს, აქედან 2 იყო კაბრიოლეტი.

ამ კონკრეტულ Corvette ZR2-ს ყველაზე დაბალი გარბენი აქვს, მას მხოლოდ 14,004 კმ აქვს გავლილი.

მანქანის კორპუსი ორიგინალური Brands Hatch Green საღებავითაა დამუშავებული, რბილი კონვერტირებადი სახურავი შავი ფერისაა, ხოლო მყარი სახურავი კორპუსის ტონალობას იმეორებს.

ავტომობილმა წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის – MCACN Triple Diamond Award, NCRS Top Flight Award და MCACN Concours Gold-ი.

Mecum-ის აუქციონი აცხადებს,  რომ მანქანა არ არის რესტავრირებული და ის შესანიშნავ მდგომარეობაშია.

კაბრიო სრული დოკუმენტაციით, მანქანის შეკვეთის ორიგინალი ფორმით და გადაზიდვის ინვოისით იყიდება.

მანქანის მფლობელის, ედ ფოსის თქმით, ეს ყველაზე ორიგინალური ZR2-ია მსოფლიოში და ერთადერთია, რომელიც პირვანდელ, ორიგინალ სახეს ინარჩუნებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Corvette ZR2

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]