მთავარი სიახლეები JAGUAR 10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი

138

თანამედროვე მსოფლიო ჰიბრიდულ და ელექტრულ მოდელებზე გადადის, წარმოგიდგენთ საავტომობილო ბაზარზე არსებულ 10 საუკეთესო ჰიბრიდულ ჯიპს

მსოფლიოში, ელექტრიფიკაციის მასობრივი „გარიჟრაჟი“, დაახლოებით, 10 წლის წინ დაიწყო. დღეს უფრო მეტი და მეტი ავტომწარმოებელი ეგებება ელექტრულ „განთიადს“ და როგორც ჩანს, საავტომობილო ინდუსტრიისთვის არც ისე შორს არის დღე, როდესაც ელექტრომობილები შიდა წვის ძრავიან მანქანებს საბოლოოდ ჩაანაცვლებენ.

მზარდმა გლობალურმა პრობლემებმა და კლიმატურმა კრიზისმა სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებს ფუნქციონირების გზების შეცვლა აიძულა, გამონაკლისი, არც საავტომობილო ინდუსტრიაა.

მანქანების მწარმოებელთა უმრავლესობამ ელექტრო მანქანების დანერგვა თავიანთ ხაზში უკვე დაიწყო. ტენდენციის მიხედვით ზოგი მათგანი 2030 წლის ბოლოსთვის სრულად ელექტრულ ტალღაზე აპირებს გადასვლას.

ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, დარჩნენ ისეთებიც, ვისაც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისადმი განსაკუთრებული ერთგულება აქვთ.

ელექტრომობილები, ფუნდამენტურად, უხმაუროდ გადაადგილდებიან, დამეთანხმებით რომ სწორედ ძრავის ხმა არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც წვის ძრავიანი მოდელები უყვართ.

გარდამავალ ეპოქაში დიდი პოპულარობით ჰიბრიდული მოდელები სარგებლობენ. ამის ძირითადი მიზეზი კი ელექტრო ბატარეის და ბენზინის ძრავის კომფორტული ტანდემია.

PHEV-ი საკმაოდ ჭკვიანური არჩევანია, ის უზრუნველყოფს, როგორც ბენზინზე დაფუძნებული მანქანის მართვისას განცდილ სიამოვნებას, ასევე ელექტრო ბატარეის პაკეტით მიღებულ დამატებით კილომეტრებს და გარემოს ნაკლებ დაბინძურებას.

Hotcars-მა ბაზარზე ხელმისაწვდომი რამდენიმე ჰიბრიდული ჯიპი შემოგვთავაზა:

10. Toyota RAV4 Prime

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
2021 წლის Toyota RAV4 Prime-ს კი საუკეთესო ჰიბრიდის სტატუსის მოპოვება სურს.

ტოიოტამ ჰიბრიდული მოდელები თავის ხაზში უკვე დიდი ხანია დანერგა. 2021 წლის Toyota RAV4 Prime-ს კი საუკეთესო ჰიბრიდის სტატუსის მოპოვება სურს.

მეოთხე თაობის მოდელი ყველაზე სწრაფი „non-Supra“ ტოიოტაა. 2.5 ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით 177 ცხენის ძალას აწარმოებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, შიდა წვის ძრავს 2 მძლავრი ელექტრო ძრავი ერწყმის და შედეგად 232 ცხენის ძალას ვიღებთ. საერთო მონაცემებით, ავტომობილის სიმძლავრე 302 ცხენის ძალას უტოლდება.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
RAV4 Prime-ს ელექტროენერგიის მეშვეობით 67კმ-იანი დიაპაზონი აქვს

ელექტრულ ძრავებს 18,1 კვტ/სთ-იანი ბატარეა ამუშავებთ. RAV4 Prime-ს ელექტროენერგიის მეშვეობით 67კმ-იანი დიაპაზონი აქვს, რაც ჰიბრიდული SUV-ის საერთო დიაპაზონს 965 კმ-მდე ზრდის.

ავტომობილს 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარება, სულ რაღაც 5.5 წამში შეუძლია.

9. Mitsubishi Outlander PHEV

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
2021 წლის Mitsubishi Outlander-ი საშუალო ზომის ჰიბრიდული ქროსოვერია

2021 წლის Mitsubishi Outlander-ი საშუალო ზომის ჰიბრიდული ქროსოვერია. ის პირველად 2013 წელს გამოვიდა. 2021 წლის მოდელს განახლებული, 2.4 ლიტრიანი flat-4-ი ძრავი აქვს, რომელიც 126 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ელექტრო ძრავი 38 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს

ახალი თაობის მოდელს უფრო დიდი 13,8 კვტ/სთ-იანი ბატარეა აქვს, რომელიც 38 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. ჰიბრიდული ქროსოვერი Mitsubishi-ს S-AWC სრულამძრავიანი ტექნოლოგიით და მართვის რამდენიმე რეჟიმითაა აღჭურვილი.

8. Kia Niro PHEV

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ჰიბრიდული Kia Niro, კომპაქტური ზომის ჯიპია

ავტომობილი საზოგადოების წინაშე პირველად 2018 წელს წარდგა. ჰიბრიდული Kia Niro, კომპაქტური ზომის ჯიპია, ის 1.6-ლიტრიან 4 ცილინდრიან (104 ცხენის ძალით) და 1ელექტრო ძრავს (60 ცხენის ძალით) აერთიანებს.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ელექტრო ძრავი 8,9 კვტ/სთ ლითიუმ-იონური პოლიმერული ბატარეით იკვებება

ელექტრო ძრავი 8,9 კვტ/სთ ლითიუმ-იონური პოლიმერული ბატარეით იკვებება. ჰიბრიდული Kia Niro 3 ტიპის მორთულობითაა წარმოდგენილი- LXS. EX და EX პრემიუმ ფუნქციებით.

7. Ford Kuga Plug-in Hybrid

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ავტომობილის სალონი ფუნქციური და ტექნოლოგიურად მრავალფეროვანია.

Ford Kuga Plug-in ჰიბრიდი 2008 წლისს Kuga SUV-ის სრული ჰიბრიდული ვერსიაა. Ford Kuga PHEV-ის კაპოტში 2.5 ლიტრიანი ბენზინის და 1.1 კვტ/სთ ბატარეის პაკეტზე მიმაგრებული ელექტრო ძრავია განთავსებული.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
EV რეჟიმი 56 კმ-იან დიაპაზონს განაპირობებს

მანქანა გთავაზობთ მართვის 3 რეჟიმს: სრული EV რეჟიმი 56 კმ-იან დიაპაზონს განაპირობებს.

ამავდროულად ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია ბენზინზე გადართვა და მესამე მოდელი, რომელსაც EV Auto ეწოდება მძღოლს ორივე კომბინაციის არჩევის საშუალებას აძლევს, თან მუხრუჭის რეგენერაციული ტექნოლოგიის გამოყენებით ბატარეის დატენვაცაა შესაძლებელი.

6. Jaguar F-Pace P400e

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
Jaguar-ი 2025 წლისთვის ყველა მოდელის სრულად ელექტრიფიკაციას გეგმავს

ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Jaguar-ი 2025 წლისთვის ყველა მოდელის სრულად ელექტრიფიკაციას გეგმავს.

ამ პროექტის ფარგლებში ავტომწარმოებელმა მისი ყველაზე წარმატებული ჯიპის Jaguar F-Pace 400e-ის ჰიბრიდული ვერსია გამოუშვა.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ავტომობილი 399 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

მანქანა 2.0 ლიტრიანი შიდა წვის ძრავითაა აღჭურვილი. ელექტროძრავასთან კომბინაციაში ავტომობილი 399 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-დან 100-კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი მხოლოდ 5,3 წამი სჭირდება, რაც შეეხება მაქსიმალურ სიმძლავრეს ის 239 კმ/სთ-ის ტოლია.

ელექტრო ძრავს 17.1 კვტ/სთ-იანი ბატარეა კვებავს. ბატარეას 0 დან 80%-მდე დასატენად 1 საათი და 40 წუთი სჭირდება, მაქსიმალური დატენვით კი ის 53 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

5. Porsche Cayenne E-Hybrid

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ავტომობილი Cayenne-ს დანამატი ჰიბრიდული მოდელია

ავტომობილის დებიუტი 2019 წელს შედგა. Porsche Cayenne E-Hybrid-ი კომპანიის ყველაზე დიდი ქროსოვერის Cayenne-ს დანამატი ჰიბრიდული მოდელია.

მიუხედავად იმისა, რომ მას ჯიპის გარეგნობა აქვს, იმართება, როგორც სპორტული ავტომობილი, ამას კი მისი დიდი, 335 ცხენის ძალის მქონე 3.0-ლიტრიანი, ტურბო, V6 ძრავი განაპირობებს.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ავტომობილის სიმძლავრე 455 ცხენის ძალას უტოლდება

ძლიერ ელექტრო ძრავასთან და მასიურ 17,9 კვტ/სთ ბატარეის პაკეტთან ერთად, ავტომობილის სიმძლავრე 455 ცხენის ძალას უტოლდება. მხოლოდ ელექტრო ძრავის გამოყენებით ავტომობილს 48 კმ-იანი დიაპაზონი გააჩნია.

გარდა სუფთა EV რეჟიმისა მძღოლებს, ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული მბრუნავი ციფერბლატის გამოყენებით, სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ-E-Power, Hybrid Auto, Sport და Sport+ რეჟიმები.

4. Mercedes GLA 250e

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
15.6 კვტ/სთ-იან ბატარეაზე მიმაგრებული ელექტრო ძრავით ის 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მერსედესმა GLA 250e, ისეთი ბრენდების ჰიბრიდული მოდელების კონკურენციისთვის გამოუშვა, როგორებიც არიან : BMW X, Volvo XC40 და Range Rover Evoque.

Mercedes GLA 250e-ის სიმძლავრე საკმაოდ შთამბეჭდავია, 1.3 ლიტრიანი ბენზინის და 15.6 კვტ/სთ-იან ბატარეაზე მიმაგრებული ელექტრო ძრავით ის 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ელექტრო ძრავი 59 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს

ელექტრო ძრავი 59 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. ბატარეის სრულად დამუხტვა 2 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი.

3. Lincoln Aviator Grand Touring

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
კომბინირებული სიმძლავრე 494 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

Lincoln Aviator Grand Touring-ი ბრენდის ყველაზე ცნობილი ავიატორის ჯიპის ჰიბრიდული ვერსიაა. ავტომობილს კაპოტის ქვეშ მასიური, 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავი და მოწინავე ჰიბრიდული ტექნოლოგია აქვს. ძრავების კომბინაცია 494 ცხენის ძალას წარმოქმნის.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
გიგანტური ზომის ჯიპი მგზავრებს მართვის რამდენიმე რეჟიმს სთავაზობს.

ელექტროგადამცემი 10-სიჩქარიან ავტომატური გადაცემის სისტემასთანაა დაწყვილებული. გიგანტური ზომის ჯიპი მგზავრებს მართვის რამდენიმე რეჟიმს სთავაზობს.

2. Land Rover Range Rover PHEV

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
ის 295 ცხენის ძალის სიმძლავრის 2.0 ლიტრიან ბენზინის და 141 ცხენის ძალის ელექტრო ძრავს აერთიანებს.

ისეთი ძვირადღირებული ბრენდებიც კი, როგორიც Land Rover-ია ეკო-მეგობრულ აქტივობებში აქტიურად მონაწილეობენ. ეს 2021 წლის Land Rover Range Rover-ის დანამატი ჰიბრიდული მოდელია.

ის 295 ცხენის ძალის სიმძლავრის 2.0 ლიტრიან ბენზინის და 141 ცხენის ძალის ელექტრო ძრავს აერთიანებს.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
მისი ელექტრო ძრავი 40 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს

ამ ორი ძრავის კომბინაციით ავტომობილს საკმაოდ შთამბეჭდავი სიმძლავრე აქვს. მას 0-დან 100-კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სულ რაღაც 6,4 წამი სჭირდება. მისი ელექტრო ძრავი 40 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

1. Volvo XC90 Recharge T8

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
2021 XC90 Recharge T8 ვოლვოს უახლესი ჰიბრიდული მოდელია

ერთ-ერთ წამყვან ავტომწარმოებელ Volvo-ს როგორც სრულად ელექტრო, ასევე ჰიბრიდული მოდელების ძალიან საინტერესო ხაზი აქვს. 2021 XC90 Recharge T8 ვოლვოს უახლესი ჰიბრიდული მოდელია.

10 საუკეთესო „Plug-In“ ჰიბრიდული ჯიპი
მისი ელექტრული დიაპაზონი 28 კმ-ს უზრუნველყოფს

XC90 Recharge T8-ს 2.0 ლიტრიან ტურბო  და 87 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტრო ძრავი აქვს, რომელიც 11.6 კვტ/სთ-იანი ლითიუმ იონური ბატარეით იკვებება.

შიდა წვის და ელექტრო ძრავის საერთო სიმძლავრე 400 ცხენის ძალას უდრის. მისი ელექტრული დიაპაზონი კი 28 კმ-ს უზრუნველყოფს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

„Plug-In“

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]