მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ, მოსაწყენ საქალაქო მანქანის ყიდვას გადაწყვეტ, ძველი, კლასიკური, „მრავლისმნახველი“ სპორტული ავტომობილები გაიხსენე
აშშ-ს მაგალითი რომ ავიღოთ, ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ახალი ავტომობილი Chevrolet’s Spark- 15 000 დოლარი ღირს. ვერაფერს დაუწუნებ, მშვენიერი საქალაქო მანქანაა თავისი კომპაქტური ვიზუალ/“გაბარიტებით“ და მახასიათებლებით.
მაგრამ თუ შენ ეძებ რაღაც უფრო მისტიკურს, ვინტაჟურს და არა- პედანტურად მოწესრიგებულ/მოკაზმულს, მაშინ კლასიკური ავტომობილებისკენ გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რა არჩევანი გვაქვს.
საავტომობილო გამოცემა hotcars-ი თავის მკითხველს ბიუჯეტური ფასის მქონე 10 კლასიკურ, სპორტული ტიპის მანქანას სთავაზობს.
10. MG MGA Roadster

რითი უნდა დავიწყოთ თუ არა 60-იანი წლების კლასიკური ბრიტანული სპორტული ავტომობილით MG MGA. მას აქვს ყველაფერი, რაც ომისშემდგომი, ბრიტანული ავტომობილების ინდუსტრიას გამოარჩევს.

ორადგილიანი კუპე კაბრიოლეტი 1.6 ლიტრიანი ძრავით 72 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია.
9. Chevrolet Corvette

80-იანი წლების Chevrolet Corvette საუკეთესო არჩევანია. 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით 220 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

კორვეტის წარმატებას 2 დეტალი განაპირობებს-მისი ვიზუალი და შასი, ფოლადის ჩარჩოთი. აქვე აანონსებენ, რომ მეორეულ ბაზარზე C3 Corvette-ის შეძენა, საკმაოდ საყურადღებო და საპასუხისმგებლოა.
8. Mercedes-Benz 560SL

დიდი, თამამი და მყარი კონსტრუქციის მქონე Mercedes 560SL ნამდვილად კარგი მეგზური იქნება. მისი 5.6 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავი 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რატომ არის ეს ავტომობილი ბიუჯეტური? მის ერთადერთი ნაკლად V8 ძრავას ასახელებენ.
7. Porsche 914/6

პორშე საქალაქო მანქანის ფასად? Porsche 914 ან VW-Porsche 914 პორშეს და ფოლკსვაგენის ერთობლივი ქმნილებაა. ის 1969-წლიდან 1976- წლამდე იწარმოებოდა. ორ ადგილიან კუპეს გასაოცარი დიზაინი აქვს-დიდი ბორბლები, მოკლე გადახურვა, „ამომხტარი“ ფარები.

წარმოებაში ჩაშვების დროს ხელმისაწვდომი იყო ორი ძრავით- 1.7-ლიტრიანი Volkswagen-ის ძრავით, რომელიც 80 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 2.0 ლიტრიანი Porsche 911 T-ს ძრავით, რომელიც 110 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
6. Porsche 944

კიდევ ერთი “ბიუჯეტური” პორშე. 944 80-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო „წინაძრავიან“ სპორტულ მანქანად ითვლებოდა. ის 1982-დან 1991- წლამდე იწარმოებოდა. ის ხელმისაწვდომი იყო კუპეს ან კაბრიოლეტის სახით. 944 დაფუძნებული იყო Porsche 924-ზე.

თავდაპირველი ვერსია 217 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მოგვიანებით კი „დოღს“ 30 ცხენი დაემატა და 247 ცხენისძალიან სპორტულ მანქანად ჩამოყალიბდა.
5. 1985 Nissan 300ZX (Z31)

Nissan 300ZX 1983 წელს გამოვიდა, როგორც პირველი ტურბოძრავიანი Z მანქანა. თავდაპირველ ვერსიას ან 2.0-ლიტრიანი, ან 3.0 ლიტრიანი ძრავი ჰქონდა, რომელიც 225 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ნისანმა Z ვერსია წარმოადგინა, როგორც მენქანიკური, ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ის იყენებდა ინოვაციურ, ელექტრონულად კონტროლირებად ამორტიზატორებს.
4. 1988 Mazda RX7 Turbo

Mazda RX-7 უკანა წამყვანი თვლების მქონე სპორტული მანქანაა, ის 1978 წლიდან 2002 წლამდე იწარმოებოდა. RX-7-ის პირველი თაობა იყო ორ ადგილიანი ჰეჩბექი კუპე.

მეორე თაობა, ცნობილია, როგორც FC, მესამე კი FD. FC ორმაგი როტორიანი 1.3 ლიტრიანი ძრავით 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. FD კი 13B ძრავით 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
3. Toyota MR2

1984 წლის ორიგინალური MR-2 ტოიოტას ერთ-ერთი უდიდესი სპორტული მანქანაა.

ორ ადგილიანი, პატარა, მოქნილი სპორტული ავტომობილი AW11 სპეციფიკური, 1.6 ლიტრიანი ძრავით 145 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
2. Pontiac Firebird Trans Am

მე-4 თაობის, 1993 წელს გამოშვებული Pontiac Firebird Trans-Am, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო გლუვი და თანამედროვე „ცხვირი“ აქვს.

„ნესტოებიანი“ კაპოტის ქვეშ GM– ის 5.7 ლიტრიანი LT1 ძრავი აქვს, რომელიც 305 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.6 წამში ახერხებს.
1. Ford Mustang GT

„ბიუჯეტურ“ სიას ფორდიც შეემატა. 1994 წელს, Ford Mustang GT-ის დებიუტის შემდეგ მან „წლის მანქანის“ ტიტული მოიპოვა.

მას ფორდის 5 ლიტრიანი OHV ძრავა აქვს, რომელიც 225 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.