Tacoma 1995 წლიდან არსებობს. ეს არის სატვირთო, რომელიც კარგ ღვინოს წააგავს – რაც მეტად ძველდება, მით უფრო უკეთესი ხდება, ალბათ ამიტომაც უყვართ ის მთელ მსოფლიოში.
Toyota-ს რომ მანქანების გაკეთება არ ეშლება, ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით, ერთ-ერთი საკულტო მათგანი სწორად Tacoma-ა.
გთავაზობთ ტოპ-10 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაფიქრდეთ Tacoma-ს ყიდვაზე.
მარტივი მოვლა

Toyota Tacoma ადვილად შესანახი სატვირთო მანქანაა, რომელიც თავისი ზოგიერთი კონკურენტისგან განსხვავებით მეტად გამძლეა.
უგზოობის მოყვარულებს ტაკომა მისი უხეში, მდგრადი კონსტრუქციის გამო უყვართ, ის ადვილად უმკლავდება მთიან და კლდიან გზებს, ამასთან არ საჭიროებს დიდ მოვლა-პატრონობას.
ეკონომიკურობა

სატვირთო პიკაპები, როგორც წესი საწვავის ეკონომიურობით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა ამას ვერ ვიტყვით Tacoma-ზე, ის ქალაქში საშუალოდ 10 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს, ხოლო ტრასაზე 8-9 ლიტრიც კმარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Tacoma-ს მსუბუქი კორპუსი და ძლიერი ძრავა აქვს, ეს ფაქტი ეხმარება მას 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარე, 8,4 წამში განავითაროს.
მრავალფეროვანი ფუნქციონალი

Tacoma-ს ახალ მოდელებს საკმაოდ მდიდარი ფუნქციონალი გააჩნია, რაც მას ბევრისთვის სასურველ ავტომობილად აქცევს. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი გასაღების გარეშე დაქოქვის სისტემაა. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის Toyota-ს ერთ-ერთი უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააღოთ კარი და ფიზიკური გასაღების გამოყენების გარეშე, სტარტის ღილაკზე დაჭერით დაქოქოთ მანქანა.

გარდა ამისა, ტაკომას, ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლი აქვს, ეს საშუალებას გაძლევთ მანქანაში ტემპერატურა, კონდიციონერის ჩართვის გარეშე დაარეგულიროთ.
მაქსიმალური გამწეობა

Toyota Tacoma-ს გამოყენება მრავალმხრივ არის შესაძლებელი. მაგალითად მას უკანა წამყვან კონფიგურაციაში 3 ტონამდე, ხოლო ოთხივე წამყვანის შემთხვევაში 2,5 ტონის ბუქსირება შეუძლია. მისი მაქსიმალური დატვირთვა კი 750 კგ-ია. ეს ციფრები მას მრავალმხრივი სატვირთო მანქანის სტატუსს ანიჭებს.

ბუქსირების გარდა, Tacoma-ს შეუძლია სრულფასოვანი SUV-ის მომსახურება გაგიწიოთ. ის არის მყარი სატვირთო მანქანა, შესანიშნავი გადაცემათა სისტემით.
ფართო და კომპაქტური სალონი
Tacoma – ეს არის Toyota-ს საშუალო ზომის სატვირთო მანქანა, ფართო ინტერიერით. მისი კომფორტული სავარძლები, იდეალური გადაწყვეტილებაა უგზოობაში ხანგრძლივი მოგზაურობისას.

მძღოლსა და მგზავრებს შორის საკმაოდ დიდი დაშორებაა, რაც სალონში თავისუფლების შეგრძნებას უზრუნველყოფს.
გასართობი საშუალებები სალონში

როდესაც მთაში მოგზაურობთ, სალონში მრავალფეროვნება ცუდი ნამდვილად არაა. Tacoma-ს სტანდარტად გააჩნია Android Auto და Apple CarPlay, ასევე უახლესი საინფორმაციო გასართობი სისტემა.
ასევე გარესამყაროსთან კავშირის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Wi-Fi.
ყველა წამყვანი სისტემა

სრულამძრავიანი სისტემა ერთ-ერთი მათგანია, თუ რატომ უყვართ off-road ენთუზიასტებს Toyota-ს პიკაპები.
Tacoma-ს შეუძლია მარტივად გაიაროს ყველაზე კლდოვანი და თოვლიანი ბილიკები.

TRD (Toyota Racing Department) ვერსიებს აქვთ 16 დიუმიანი ბორბლები, რომლებიც სპეციალურად უხეშ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის შექმნილი.
შესანიშნავია პერსონალიზაციისთვის

თუ თქვენი Tacoma-ს გამავლობის შესაძლებლობების გაუმჯობესება გსურთ, ამისთვის “დანასტროიკების” უამრავი ვარიანტი არსებობს, როგორიცაა უფრო დიდი დისკები, უკეთესი განათება და ა.შ.

ასევე არსებობს უამრავი აქსესუარი, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ტაკომა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დროის გატარებას კლდოვან ბილიკებზე გეგმავთ.
ამ აქსესუარების უმეტესობა დაცვასთან ერთად, მანქანის იერსახესაც აუმჯობესებს.
Toyota-ს ხარისხი

საიდუმლო არაა, რომ Toyota ხარისხისა და გამძლეობის სიმბოლოა. ეს რა თქმა უნდა Tacoma-საც ეხება, მას ნამდვილად შეუძლია წლების განმავლობაში ერთგულად გემსახუროთ.
მაღალი ღირებულება გადაყიდვისას

როგორც წესი მეორადი მანქანის ძებნისას მყიდველი ორ რამეს აქცევს ყურადღებას, ესენია: გარბენი და მანქანის ასაკი. თუმცა, ეს არ ეხება Toyota Tacoma-ს. მის შემთხვევაში, ზოგიერთი მეორადი მოდელი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ახალი.

KBB-ის მიხედვით, სატვირთო მანქანებს შორის გასაყიდი ფასის მაქსიმალური შენარჩუნებით, Tacoma საპატიო მესამე ადგილს იკავებს.
5 წლიანი მოხმარების შემდეგ მანქანა თავდაპირველი ღირებულების 60,6% პროცენტს ინარჩუნებს. ასე რომ, თუ სათანადოდ იზრუნებთ მასზე, შეგიძლიათ მარტივად გაყიდოთ იგი თავდაპირველ, ან უფრო მაღალ ფასად.