Rimac-ის ინჟინერი ამბობს, რომ სერიული წარმოების მანქანას 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 1 წამში შეუძლია

ჰიპერმანქანების სეგმენტში აჩქარების გიჟური და წარმოუდგენელი ციფრები არ გვიკვირს… ბაზარზე არსებული რამდენიმე ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებს ანდომებს და დიახ, საუბარი მაქვს წარმოების მოდელებზე.

Rimac-ის ინჟინერის თქმით აჩქარების წამებს ლიმიტი არ აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ არაფერი გვაქვს ნანახი…

შეგახსენებთ, რომ Rimac-ი ხორვატიული ავტომწარმოებელი კომპანიაა, მისი დამფუძნებელი მათე რიმაკია.

(კომპანია 2009-წელს შეიქმა და ის დღეს ელექტრო სპორტულ ავტომობილებს, ტრანსმისიებს და ბატარეის სისტემებს აწარმოებს).

კომპანიის უახლეს და უნიკალურ პროდუქტს Nevera-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 1,85 წამში შეუძლია, მაგრამ რიმაკის ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი თვლის, რომ წარმოების მანქანები აჩქარებას 1 წამშიც შეძლებენ.

როდესაც დრაგ-რბოლის ერთგულ მანქანებზე ვსაუბრობთ, ზემოაღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ ადეკვატურად გამოიყურება, სარბოლო ტრასაზე დატოვებული ლაქები არავის უკვირს, მაგრამ წარმოების მოდელზე?…

ელექტრო ჰიპერქარი Nevera ამ დამაფიქრებელ მაჩვენებელთან ძალიან ახლოსაა.

”გულწრფელად რომ ვთქვათ, მანქანა ძალიან სწრაფია, ”-მატია რენიკი რიმაკის ინჟინერი.

ინჟინერის თქმით ელექტრო ჰიპერქარი საზოგადოებას მომავლის საავტომობილო ტექნოლოგიის უპირატესობებს აჩვენებს.

შეგახსენებეთ რომ რიმაკ Nevera საზოგადოებას 4 წლის წინ Rimac C-Two Concept-ის სახელით წარუდგინეს. ის დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილია.

ის მხოლოდ 150 ეგზემპლარადაა წარმოდგენილი და ჰიპერმანქანის ღირებულება 2 მილიონ ევროს უტოლდება.

Nevera ოთხი ელექტროძრავით იკვებება, ძრავების კომბინაცია კი 1,914 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Nevera

Rimac

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაRivian R1T-მ Ford F-150 Lightning-ი შოკში ჩააგდო
შემდეგი სტატიაკანადური ელექტრო-მატარებელი თვითმფრინავზე სწრაფი იქნება